Accessibility links

logo-print

ირანში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში რეფორმისტები იმარჯვებენ


ირანის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 29 აპრილს გაიმართა, იმარჯვებენ ზომიერი პოლიტიკოსები და რეფორმისტები. სააგენტო ფარსის თანახმად, წინასწარი მონაცემებით, რეფორმისტებმა მოიპოვეს სულ მცირე 33 მანდატი, კონსერვატორებმა - 21, დანარჩენი 14 მანდატს დამოუკიდებელი კანდიდატები დაეპატრონებიან. პარასკევის კენჭისყრაში 68 მანდატისთვის იბრძოლა 136 პრეტენდენტი. ირანის პარლამენტში 290 ადგილია. არჩევნები გაიმართა 55 საარჩევნო უბანში. არჩევნების პირველ რაუნდში, რომელიც 26 თებერვალს გაიმართა, დიდ წარმატებას მიაღწიეს პრეზიდენტ ჰასან როჰანის ზომიერმა და ცენტრისტმა მომხრეებმა, მაგრამ მათ ვერ შეძლეს უმრავლესობის მოპოვება.

XS
SM
MD
LG