Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში დემონსტრანტებმა „მწვანე ზონას“ და პარლამენტს შეუტიეს


ერაყის უშიშროების ძალებმა ცრემლმდენი გაზი იხმარეს და გამაფრთხილებელი გასროლა გააკეთეს აგრესიული დემონსტრანტების მიმართ, ბაღდადში, უსაფრთხოების „მწვანე ზონაში“. რამდენიმე ასეული დემონსტრანტი მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში, ზოგიერთმა მოახერხა პარლამენტის შენობაში შესვლა. 30 აპრილის საპროტესტო გამოსვლის მონაწილეები იყვნენ შიიტ სასულიერო პირის, მოყტადა ალ-სადრის მომხრეები, რომლებიც უკმაყოფილო არიან, რომ პარლამენტმა არ გამართა კენჭისყრა მთავრობის რეფორმირების მიზნით. ეს იყო უსაფრთხოების დარღვევის თვალსაზრისით უპრეცედენტო შემთხვევა, თუმცა, ადრე, აშშ-ის არმიის მეთაურობით მოქმედი ჯარების მიერ ერაყის ოკუპაციის დროს არაერთხელ დაუშენიათ ზონისთვის ჭურვები. „მწვანე ზონაში“ განთავსებულ სამთავრობო შენობებს და საელჩოებს ჯარი იცავს. თავიდან, ერაყის უშიშროების ძალებს ხელი არ შეუშლიათ დემონსტრანტებისთვის, შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში. უშიშროების ძალებმა გადაკეტეს „მწვანე ზონისკენ“ მიმავალი გზები. გაერომ პროტესტიშეშფოთება გამოხატა მომხდარის გამო. „მწვანე ზონაში“ გაეროს დახმარების მისიაა განთავსებული.

XS
SM
MD
LG