Accessibility links

logo-print

ტაჯიკეთში აიკრძალა ბავშვებისთვის რუსულ დაბოლოებიანი გვარების მინიჭება


ტაჯიკეთის მთავრობამ ოფიციალურად აკრძალა რუსული გავლენით დანერგილი ,„ოვ-ით“და „ოვა-თი“ დასრულებული გვარების შეტანა ეთნიკური ტაჯიკი ბავშვების პირადობის ახალ და დაბადების მოწმობებში. რადიო თავისუფლებას უთხრა რეგისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, ჯალოლედინ რახიმოვმა, რომ გადაწყვეტილებას პრეზიდენტმა მარტში მოაწერა ხელი. ამიერიდან ეთნიკურად ტაჯიკ ბავშვებს, მაშინაც კი, როცა მათი მშობლები ატარებენ გვარებს რუსული დაბოლოებით, მიენიჭებათ გვარები სუფიქსით: „ი“, „ზოდი“, „ზოდა“, „იონი“, „ფარი“ ან „ფური“. ახალი წესი ეხება იმ ბავშვებს, რომლებიც პირველად იღებენ პირადობის მოწმობას.

XS
SM
MD
LG