Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პრემიერს ბაღდადის „მწვანე ზონაში“ შეჭრილი დემონსტრანტების დაპატიმრება სურს


ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ჰაიდარ ალ-აბადიმ ხელისუფლებას დაავალა დააპატიმრონ და მართლმსაჯულებას გადასცენ დემონსტრანტები, რომლები წინა დღით ბაღდადის მწვანე ზონაში შეიჭრნენ, თავს დაესხნენ კანონმდებლებს, უსაფრთხოების ძალებს და გააზიანეს სახელმწიფო ქონება. პირველი მაისის დილით ბევრი დემონსტრანტი ტოვებდა პარლამენტის შენობას, მაგრამ ასობით მათგანი კვლავ რჩება მწვანე ზონაში, სადაც განთავსებულია სამთავრობო ოფისები და უცხოეთის საელჩოებში. ზოგიერთმა დემონსტრანტმა კარავი გაშალა პარლამენტის წინ. მაგრამ ვითარება, ჩანს, მშვიდდება: ზოგიერთი დემონსტრანტ ფოტოებს უღებს იმ ადგილებს, რომლებსაც იშვითად ხედავენ, და სადაც იშვიათად უწევთ შესვლა. ერაყელები ჩივიან, რომ მათი ლიდერები თავს აფარებენ უსაფრთხო ადგილებს მწვანე ზონაში, ხალხი კი იტანჯება ყოველდღიური ძალადობის და ცუდი საზოგადოებრივი მომსახურების გამო. პრემიერის განკარგულების მიუხედავად უშიშროების ძალები არ მიმართავენ ზომებს მათ მიმართ, ვინც კვლავ „მწვანე ზონაში იმყოფება“. 30 აპრილს დემონსტრანტები შეიჭრნენ პარლამენტში, მწვანე ზონაში, რადგან კანონმდებლებმა არ განიხილეს მთავრობის რეფორმირების საკითხი.

XS
SM
MD
LG