Accessibility links

logo-print

ირანის პრეზიდენტი მიესალმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს


ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი მიესალმა ზომიერი რეფორმისტი ძალების წარმატებას საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში. მშრომელთა დღის, პირველი მაისისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე როჰანიმ ამომრჩევლებს მიულოცა, რომ საუკეთესოები აირჩიეთ 29 საპარლამენტო არჩევნებშიო. როჰანის მხარდამჭერმა ძალებმა პარლამენტის 290 ადგილიდან 42 პროცენტი დაისაკუთრეს, რაც ოდნავ მცირეა აბსოლუტურ უმრავლესობაზე. პარლამენტის მანდატს დაეუფლა 17 ქალი, თითქმის ყველა, რეფორმისტია. მათი რიცხვი ერთით ჩამორჩება სასულიერო პირების რაოდენობას პარლამენტში.

XS
SM
MD
LG