Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში დემონსტრაციის ორგანიზატორები მონაწილეებს მოუწოდებენ დატოვონ „მწვანე ზონა“


ბაღდადის გაძლიერებული უსაფრთხოების „მწვანე ზონაში“ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები მონაწილეებს მოუწოდებენ, დატოვონ ზონა. წინა დღით დემონსტრანტებმა იერიში მიიტანეს პარლამენტზე, თავს დაესხნენ უშიშროების ძალებს და პარლამენტს წევრებს, დააზიანეს ინვენტარი. მანამდე ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ჰაიდარ ალ-აბადიმ ხელისუფლებას დაავალა დააპატიმრონ და მართლმსაჯულებას წარუდგინონ დემონსტრანტები. საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელმა მოუწოდა დემონსტრანტებს, პატივი სცენ შიიტ მლოცველებს, რომლიც ბაღდადში მოძრაობდნენ და მომავალში კვლავ დაბრუნდნენ და განაახლონ თავიანთი მოთხოვნები. 30 აპრილის საპროტესტო გამოსვლის მონაწილეები იყვნენ შიიტ სასულიერო პირის, მოყტადა ალ-სადრის მომხრეები, რომლებიც უკმაყოფილო არიან, რომ პარლამენტმა არ გამართა კენჭისყრა მთავრობისრეფორმირების მიზნით. პირველი მაისის დილით ბევრი დემონსტრანტ ტოვებდა პარლამენტის შენობას, მაგრამ ასობით მათგანი კვლავ რჩება მწვანე ზონაში, სადაც განთავსებულია სამთავრობო ოფისები და უცხოეთის საელჩოებში. ზოგიერთმა დემონსტრანტმა კარავი გაშალა პარლამენტის წინ. მაგრამ ვითარება, ჩანს, მშვიდდება, ზოგიერთი დემონსტრანტ ფოტოებს უღებს იმ ადგილებს, რომლებსაც იშვითად ხედავენ, და სადაც იშვიათად უწევთშესვლა. ერაყელები ჩივიან, რომ მათი ლიდერები თავს აფარებენ უსაფრთხო ადგილებს მწვანე ზონაში, ხალხი კი იტანჯება ყოველდღიური ძალადობის და ცუდი საზოგადოებრივი მომსახურების გამო. პრემიერის განკარგულების მიუხედავად უშიშროების ძალები არ მიმართავენ ზომებს მათ მიმართ, ვინც კვლავ „მწვანე ზონაში იმყოფება“.

XS
SM
MD
LG