Accessibility links

შტუტგარტში პოლიციამ დემონსტრანტები დააკავა და შემდეგ გაუშვა


გერმანიში, შტუტგარტში პოლიციამ დაკავა და შემდეგ გაუშვა ხუთასამდე დემონსტრანტი, მემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ყრილობის შენობასთან. პოლიციამ ჩაერია, როცა შეტაკება დაიწყო მემარცხენე ძალთა და მემარჯვენე პარტიის მომხრეთა შორის. მემარცხენეთა მიზანი იყო ხელი შეეშალათ პარტია,„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ყრილობისთვის. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი იხმარა, რათა უკან დაეხია დემონსტრანტები და პარტიის წევრებს შენობაში შესვლისას თან ახლდა. დაკავებულები მოგვიანებით გაუშვეს. ძლიერად ანტიისლამური განწყობილების პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ სამი წლის წინ შეიქმნა და მას დაახლოებით დეპუტატთა მანდატების 14 პროცენტი ჩაუვარდა ხელში გერმანიის მხარეების საკანონმდებლო ორგანოების ნახევარში. ჟურნალი „შპიგელი“ იტყობინებოდა, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მჭიდრო კავშირშია რუსეთთან და სავარაუდოდ, პარტიის წამყვანი ძალები პრორუსულ კურსს მისდევენ, ცდილობენ ახლო ურთიერთობას რუსეთის პრეზიდენტის წრესთან.

XS
SM
MD
LG