Accessibility links

გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ დაასრულა ვიზიტი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში


საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ დაასრულა ვიზიტი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ბოლო დღეს ვახტანგ კაპანაძე ქაბულში ეწვია „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ცენტრალური სარდლობის ბაზას, სადაც დისლოცირებულია საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის "ალფა" ასეული. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ქართველ სამხედროებს მადლობა გადაუხადა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში საქართველოს ერთგული სამსახურისთვის. ვახტანგ კაპანაძე და ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე პირისპირ შეხვდნენ "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის მეთაურის პირველ მოადგილეს, ბრიტანელ გენერალს სენდი სთორს და ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის ბაზის მეთაურს, თურქ გენერალს მეჰმეთ ბაქირს. თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე შეხვდა "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის მეთაურს, ამერიკელ გენერალს ჯონ ნიკოლსონს. მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში ნატოსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

XS
SM
MD
LG