Accessibility links

ბაქო და ერევანი ერთმანეთს ადანაშაულებენ საზღვრისპირა არეალებში ცეცხლის დაშენაში


აზერბაიჯანის სეპარატისტული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი მწვავდება ბაქოსა და ერევანს შორის, როცა ისინი ერთმანეთს ადანაშაულებენ სასაზღვრო არეალებში ცეცხლის დაშენაში. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ორ მაისს აზერბაიჯანის ჯარმა საარტილერიო ცეცხლი დაუშინა სომხეთის სასაზღვრო ტერიტორიას ჩრდილო-აღმოსავლეთ არეალში. ბაქო ავრცელებს ცნობას, რომ სომხეთის ჯარმა და მათი მხარდაჭერით მოქმედმა სეპარატისტებმა 112 საარტილერიო გასროლა გააკეთეს აზერბაიჯანის არმის პოზიციებისკენ. მხარეები არაფერს იტყობინებიან მსხვერპლის გარშემო.

XS
SM
MD
LG