Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში აფეთქებას 13 შიიტი მლოცველი შეეწირა


ბაღდადში გაჩერებულ მანქანაში აფეთქებას ორ მაისს 13 შიიტი მლოცველი ემსხვერპლა. ისინი შიიტთა ფარული იმამის სიკვდილის დღის აღსანიშნავად მიემართებოდნენ. ბაღდადის ჩრდილოეთში, კადჰიმისმეჩეთისკენ, ამ კვირაში მოძრაობდა ათეულ ათასობით შიიტი, რომლებიც იმამ მუსა ალ კადიმიის საფლავს მოინახულებენ. ერაყის უსაფრთხოების ძალებმა ბაღდადის მთავარი გზები გადაკეტეს რათა შიიტ მლოცველები თავდასხმებისგან დაიცვან.30 აპრილის საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებმა,შიიტ სასულიერო პირის, მოყტადა ალ-სადრის მომხრეებმა, რომლებიც უკმაყოფილო არიან, რომ პარლამენტმა არ გამართა კენჭისყრა მთავრობის რეფორმირების მიზნით, დატოვეს ბაღდადის უსაფრთხოების „მწვანე ზონა“.

XS
SM
MD
LG