Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთში თინეიჯერმა ტყვია დაიხალა შემთხვევით „სელფის“ გადაღების დროს


ინდოეთში თინეიჯერმა ტყვია დაიხალა, როცა მამამისის პისტოლეტით „სელფის“ იღებდა და შემთხვევით ჩახმახს გამოჰკრა. ინციდენტი 2 მაისს მოხდა პატამკოკში. იანვარში თავი მოიკლა ასევე თინეიჯერმა ჩენაის პროვინციაში, როცა „სელფის“ იღებდა რკინიგზის ლიანდაგზე. ბომბეიში პოლიციამ შემოიღო ზონები, სადაც „სელფის" გადაღება აკრძალულია, მას მერე, რაც უნივერსიტეტის სტუდენტი გოგონა წყალში ჩავარდა და დაიხრჩო „სელფის" გადაღების დროს.

XS
SM
MD
LG