Accessibility links

logo-print

ერთი თვის განმავლობაში პირადობის მოწმობის აღება უფასო იქნება


“საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტის” ფარგლებში, 26 მაისიდან 26 ივნისამდე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, პირადობის მოწმობის აღება უფასო იქნება. სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ამომრჩეველთა სიაში 3.53 მილიონი ადამიანია.ამ სიაში არიან როგორც საქართველოში, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, ისე საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასული ის სრულწლოვანი პირები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქის სამართლებრივი სტატუსი აქვთ. საარჩევნო კოდექსის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო სიის ფორმირებისთვის საჭირო მონაცემები წელიწადში ოთხჯერ მიაწოდოს.

XS
SM
MD
LG