Accessibility links

ბათუმში იმართება პრესის თავისუფლების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია


ბათუმში მიმდინარეობს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია. მისმა ორგანიზატორებმა, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და აჭარის ტელევიზიამ და რადიომ კონფერენციაზე მიიწვიეს მედიაორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორისა და ხელისუფლების წარმომადგენლები. კონფერენციის დღის წესრიგშია ეროვნული და რეგიონული მედიის მიღწევები და გამოწვევები, მედიის საჭიროებები და განვითარების გარანტიები, კავშირი მედიის თვითრეგულირებასა და თავისუფლებას შორის, საჯარო ინფორმაციაზე წვდომა და მსოფლიოში მედიის თავისუფლების ძირითადი ნიშნები.

XS
SM
MD
LG