Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთში გასცეს პუტინთან დაახლოებული პირების დაპატიმრების საერთაშორისო ორდერები


ესპანეთში მოსამართლე ხოსე დე ლა მატამ გასცა რუსების ორი დანაშაულებრივი ორგანიზაციის ათობით წევრის, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირების დაპატიმრების საერთაშორისო ორდერები. სიაში შეიყვანეს რუსეთის სამართალდამცველი ორგანოების, ეკონომიკის, საბანკო, სამხედრო სექტორების წარმომადგენლები, ამჟამინდელი და ყოფილი მაღალჩინოსნები. მათ შორის არიან რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადისლავ რეზნიკი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი, რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრი დმიტრი კოზაკი. ეს და დანარჩენი პირები ეჭვმიტანილი არიან რუსული დანაშაულებრივი ჯგუფების, "ტამბოვსკაიას" და "მალიშევსკაიას" წევრობაში. დანაშაულებს შორის სახელდება მკვლელობები, იარაღით უკანონო ვაჭრობა, გამოძალვა, გაყალბება, მოქრთამვა, ნარკოტრეფიკინგი, ფულის გათეთრება.

XS
SM
MD
LG