Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო პრესტიჟულ პრემიას მიანიჭებს აზერბაიჯანელ ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას


მსოფლიოში პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, გაერო პრესტიჟულ პრემიას მიანიჭებს დაპატიმრებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, ხადიჯა ისმაილოვას, „რთულ ვითარებაში პრესის თავისუფლებისათვის შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის“. გამომძიებელი ჟურნალისტი, ჩვენი რადიოს შტატგარეშე თანამშრომელი ხადიჯა ისმაილოვა, გასულ თვეში შეარჩიეს "იუნესკოს" გუილერმო კანოს სახელობის პრესის თავისუფლების პრემიის ლაურეატობის კანდიდატებს შორის. პრემიას უკავშირდება ფულადი ჯილდო, 25 ათასი დოლარი. გუილერმო კანო ისასა - კოლუმბიელი ჟურნალისტი, რომლის სახელსაც პრემია ატარებს - 1986 წლის 17 დეკემბერს ბოგოტაში, თავისი გაზეთის რედაქციის წინ მოკლეს. ხადიჯა ისმაილოვა აზერბაიჯანში დაპატიმრებულია ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე, მაგრამ უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ჟურნალისტ ქალს დევნიან აზერბაიჯანის მმართველ წრეებში კორუფციის შესახებ რეპორტაჟებისათვის.

XS
SM
MD
LG