Accessibility links

logo-print

პაკისტანი დონალდ ტრამპს აკრიტიკებს ოსამა ბინ-ლადენზე გაკეთებული კომენტარისთვის


პაკისტანი ამერიკელ მილიარდერს, დონალდ ტრამპს აკრიტიკებს მოთხოვნისათვის, რომ ციხიდან გამოუშვან ექიმი, შაკილ აფრიდი, რომელიც პაკისტანში მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც ის ამერიკელ აგენტებს დაეხმარა 2011 წელს ოსამა ბინ-ლადენის მოძებნაში. ტრამპმა, რომელიც დამაჯერებლად ლიდერობს შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატად ნომინაციისათვის ბრძოლაში, გასულ კვირაში უთხრა ტელეკომპანია "ფოქს ნიუსს", რომ, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, პაკისტანს „ორ წუთში“ გამოაშვებინებს შაკილ აფრიდის, რადგან ისლამაბადი დიდ ფინანსურ დახმარებას იღებს შეერთებული შტატებისაგან. ტრამპის ამ განცხადებას მკვეთრი რეაქცია მოჰყვა პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრის, შაუდრი ნისარ ალი ხანისაგან, რომლის თქმითაც, ტრამპის შეხედულებისაგან განსხვავებით, პაკისტანი არ არის შეერთებული შტატების კოლონია. იქვე ხანმა „კაპიკები“ უწოდა 13 მილიარდ დოლარს, რაც შეერთებულ შტატებს პაკისტანისათვის აქვს მიცემული 2001 წლის შემდეგ და დასძინა, რომ ეს ფული არ უნდა იქნეს გამოყენებული მუქარის, ან დაშინებისათვის.

XS
SM
MD
LG