Accessibility links

logo-print

აშშ-ისა და მოლდავეთის სამხედრო ძალები ერთობლივ წვრთნებს ატარებენ


აშშ-ისა და მოლდავეთის სამხედრო ძალებმა დაიწყეს ერთობლივი წვრთნები, რომლებიც ორ კვირაზე მეტხანს გასტანს. 3 მაისის დილას 200-მდე ამერიკელი ჯარისკაცი ჯავშანტრანსპორტიორებით გადავიდა რუმინეთიდან მოლდავეთის ტერიტორიაზე. მოლდავეთის სოციალისტურმა პარტიამ - პრომოსკოვურმა ოპოზიციურმა ძალამ - მხარდამჭერებს მოუწოდა ამერიკელი სამხედროებისათვის გზის გადაკეტვისაკენ, მაგრამ აქციაზე სულ ათამდე დემონსტრანტი შეიკრიბა და ამერიკელებმა შეუფერხებლად გააგრძელეს გზა ქალაქ ნეგრეშტისთან მდებარე პოლიგონისაკენ. მოლდავეთის ოპოზიციური პარტიები გამოდიან მოწოდებით, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს, გაიმართოს საპროტესტო აქცია კიშინიოვში, როცა ამერიკელი ჯარისკაცები აპირებენ მოლდავეთის დედაქალაქში აღლუმში მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG