Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვო მიიღეს უეფას 55-ე წევრად


ევროპის ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, უეფამ, 55-ე წევრად მიიღო კოსოვო. ეს გადაწყდა ბუდაპეშტში უეფას კონგრესზე გამართული კენჭისყრის შედეგად, სერბიის წინააღმდეგობის მიუხედავად. სერბია არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას. უეფას კონგრესზე 28 ქვეყანამ მხარი დაუჭირა უეფაში კოსოვოს მიღებას, 24 კი წინააღმდეგი იყო. ორმა თავი შეიკავა. კოსოვოს იმედი აქვს, რომ უეფაში გაწევრიანების შემდეგ, მის საფეხბურთო ნაკრებს მისცემენ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის საკვალიფიკაციო ეტაპის დაჩქარებული წესით გავლის საშუალებას.

XS
SM
MD
LG