Accessibility links

logo-print

საქართველოში ვიზიტს განაგრძობენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები


საქართველოში ვიზიტს განაგრძობენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები ბორის ცილევიჩსი და კერსტინ ლუნდგრენი. მათი მონაწილეობით დღეს დილით, ევროსაბჭოს თბილისის ოფისში გაიმართა მრგვალი მაგიდა საარჩევნო რეფორმის და უმცირესობათა უფლებების საკითხებზე. დისკუსიის დასრულების შემდეგ, კერსტინ ლუნდგრენი და ბორის ცილევიჩსი შეხვდნენ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც თანამომხსენებლებს ესაუბრნენ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების საკანონმდებლო ინიციტივაზე. დღესვე ევროსაბჭოს თბილისის ოფისში გაიმართა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის „იდენტობის“ წევრებთან. დღის მეორე ნახევარში კერსტინ ლუნდგრენი და ბორის ცილევიჩსი შეხვდებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრს სოზარ სუბარს, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელს ზაზა ვაშაყმაძეს.

XS
SM
MD
LG