Accessibility links

ევროკომისია ევროკავშირს მოუწოდებს თურქეთთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისაკენ


ევროკომისია გამოდის მოწოდებით, ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობის უფლება მიეცეთ თურქეთის მოქალაქეებს მოკლევადიანი შვებულების და საქმიანის ვიზიტების დროს. ევროკომისიის განმარტებით, თურქეთს შესრულებული აქვს სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად დაწესებული 72 კრიტერიუმის უმრავლესობა, რის გამოც მიზანშეწონილია, ევროკავშირის ქვეყნებმა და ევროპარლამენტარებმა 30 ივნისამდე მხარი დაუჭირონ სავიზო ლიბერალიზაციას. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ შეაქო ეს გადაწყვეტილება. სავიზო ლიბერალიზაცია არის ნაწილი წამახალისებელი პაკეტისა, რომელსაც ევროკავშირი თურქეთს სთავაზობს ევროპაში მიმავალი მიგრანტების შესაჩერებლად და საბერძნეთიდან გაბრუნებული ათასობით მიგრანტის მისაღებად. ამავე პაკეტით არის გათვალისწინებული თურქეთისათვის 6,8 მილიარდი დოლარის გადახდა.

XS
SM
MD
LG