Accessibility links

logo-print

ევროკომისია ემხრობა კოსოვოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას


ევროკომისია ევროკავშირის მთავრობებს მოუწოდებს კოსოვოელებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისკენ. ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსმა 4 მაისს აღნიშნა, რომ კოსოვომ დიდ წინსვლას მიაღწია, რის გამოც ევროკომისარი იმედოვნებს, რომ ევროკავშირის მთავრობები და ევროპის პარლამენტი მალე დაუჭერენ მხარს კოსოვოზე წინადადებას. ამ წინადადებით, კოსოვოელები, ვისაც ბიომეტრული პასპორტი აქვს, ვიზის გარეშე შეძლებს შენგენის ზონაში 90 დღემდე ვადით ყოფნას. ცნობების თანახმად, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი ფედერიკა მოგერინი 5 მაისს შეხვდება კოსოვოს პოლიტიკურ ლიდერებს და სიტყვით გამოვა კოსოვოს პარლამენტში.

XS
SM
MD
LG