Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიაში შესუსტდა პრემიერ-მინისტრის პარტიის მხარდაჭერა


სერბიის ზოგ საარჩევნო უბანში განმეორებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგი აჩვენებს, რომ შესუსტდა პრემიერ-მინისტრ ალექსანდარ ვუჩიჩის „პროგრესული პარტიის“ მიმართ მხარდაჭერა. 15 საარჩევნო უბანში 4 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ულტრამემარჯვენე, ანტიდასავლურმა მოძრაობა „დვერიმ“ დაძლია პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 5%-ანი ბარიერი. როგორც ჩანს "დვერის,, რომელმაც 5%-ანი ბარიერი ვერ დაძლია 2012 და 2014 წლებში, ახლა 13 მანდატი ერგება სერბიის პარლამენტში. ეს კი ნიშნავს, რომ პარლამენტში უფრო ძლიერი პოზიცია ექნებათ ძალებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სერბიის ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ მისწრაფებას. ახლა პრემიერ-მინისტრ ვუჩიჩის პარტიას ექნება 131 მანდატი - საპარლამენტო უმრავლესობა, თუმცა 27 ადგილით ნაკლები, ვიდრე საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის, ანუ 24 აპრილის შემდეგ.

XS
SM
MD
LG