Accessibility links

logo-print

სომხეთში მსჯელობენ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხზე


სომხეთის მთავრობამ მოიწონა ოპოზიციონერი პარლამენტარების მიერ მომზადებული კანონპროექტი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. კანონპროექტი დღეს წარუდგინეს პარლამენტს განსახილველად. ბაქოს და ერევანს შორის ორ ათწლეულზე მეტია კონფლიქტს იწვევს აზერბაიჯანში მდებარე და უმეტესწილად ეთნიკური სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღი. სომხეთის მხარდაჭერით მოქმედმა სეპარატისტებმა 1980-ანი წლების ბოლოს და 90-ანი წლების დასაწყისის ომის შედეგად კონტროლი დაამყარეს რეგიონზე და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ომმა 30 ათასამდე ადამიანი შეიწირა. მას შემდეგ არც ერთ ქვეყანას არ უღიარებია მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა. აქამდე უშედეგო იყო კონფლიქტის მოგვარების საერთაშორისო ძალისხმევაც. გასულ თვეში, 2 აპრილს, მთიან ყარაბაღში კვლავ გამწვავდა დაპირისპირება ყველაზე მასშტაბურ ძალადობამდე მას შემდეგ, რაც 1994 წელს აზერბაიჯანმა და სეპარატისტებმა ზავს მიაღწიეს. 5 აპრილს ძალაში შევიდა ახალი ზავი, მაგრამ ის ხშირად ირღვევა.

XS
SM
MD
LG