Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელიც უკრაინაში სეპარატისტებს ებრძოდა


ბელორუსიაში ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს მოქალაქეს, რომელიც უკრაინაში ექსტრემისტული „მემარჯვენე სექტორის“ წევრებთან ერთად იბრძოდა სეპარატისტების წინააღმდეგ. ტარას ავატაროვი დამნაშავედ ცნეს იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების კონტრაბანდაში. ის შარშან, ნოემბერში დააკავეს, როცა მატარებლით ჩავიდა უკრაინიდან მინსკში და, სამართალდამცველების განცხადებით, აღმოუჩინეს პისტოლეტი და ასაფეთქებელი მოწყობილობა. გამომძიებლების განცხადებით, ავატაროვი მოხალისედ იბრძოდა „მემარჯვენე სექტორის“ წევრ ექსტრემისტებთან ერთად აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების წინააღმდეგ. რუსეთში „მემარჯვენე სექტორი“ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული.

XS
SM
MD
LG