Accessibility links

logo-print

200 მოთამაშე, ერთი ბურთი


აღდგომის დღესასწაულთან ერთად გურიის სოფელ შუხუთის მოსახლეობა ლელოს აღნიშნავს. ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთი ეჯიბრება. ტყავისგან შეკერილი ბურთი, რომელიც ნახერხით და ქვიშით არის სავსე, 16 კილოს იწონის. ლელოსთვის მზადება დილიდან იწყება. მღვდელი ბურთს და მონაწილეებს დალოცავს, რის შემდეგაც ბურთს თამაშის დაწყებამდე ტაძარში ინახავენ. საღამოს დადგომასთან ერთად იკეტება გზა, მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარება. წელს ლელო ქვემო შუხუთმა დადო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG