Accessibility links

logo-print

"კაბელების საქმეზე" სასამართლოში დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს


თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს დასკვნითი სხდომა ე.წ ”კაბელების საქმეზე.” ბრალდებულთა ადვოკატების დასკვნითი სიტყვის, მხარეთა განცხადებების და განსასჯელთა საბოლოო სიტყვის შემდეგ, მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავა. საქართველოს პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს ხუთ თანამშრომელს ადანაშაულებს სახელმწიფო შესყიდვისას ოთხ მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვაში. არცერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. ადვოკატს, ლევან სამუშიას იმედი აქვს, რომ სრულყოფილად გაბათილდება ბრალდების მხარის პოზიცია და სასამართლო ობიექტურ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას მიიღებს. თბილისის საქალაქო სასამართლოსგან გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება ბრალდების მხარე. საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა ყველა საჭირო მტკიცებულება, რომელიც განსასჯელთა ბრალეულობას ადასტურებს.

XS
SM
MD
LG