Accessibility links

logo-print

კანადაში მასიური ხანძრის ჩაქრობა ჯერ ვერ ხერხდება


ტყის ძლიერი ხანძრის შედეგად, ცეცხლი ალბერტას პროვინციის ფორტ-მაკმიურეის აეროპორტზეც გადავიდა. ამის შესახებ ტელეარხი „სი-ბი-ესი“ იუწყებოდა. კანადის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, აეროპორტის ჩრდილოეთი ნაწილი მთლიანად ცეცხლში იყო გახვეული. სტიქიამ უკვე გაანადგურა იქვე არსებული სასტუმრო, მაღაზიები და სხვა შენობები. გადადებულია ყველა რეისი. შემდგომში, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გავრცელებული ახალი ინფორმაციით, სტიქიამ პროვინცია ალბერტაში 85 ათასი ჰექტარი მოიცვა. სტიქიის ლოკალიზებაში 1100-ზე მეტი მეხანძრე და 145 ვერტმფრენი მონაწილეობს. ამ დროისთვის სტიქიური უბედურების ზონიდან ევაკუირებულია 88 000-ზე მეტი ადამიანი. არ არის ცნობები დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ. ევაკუირებული მოსახლეობა დროებით თავშესაფრებშია გადაყვანილი. ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის.

XS
SM
MD
LG