Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი და იაპონიის პრემიერ-მინისტრი შეხვედრისას კურილის კუნძულების თემას განიხილავენ


იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბედა რუსეთის პერზიდენტი ვლადიმირ პუტინი დღეს სოჭში შეხვედრას გამართავენ. შეხვედრის მიზანი ურთიერთობის დარეგულირება და კურილის კუნძულებთან დაკავშირებით მრავალწლიანი ტერიტორიული დავის მოგვარებაა. “რთული და მრავალწახნაგოვანი საკითხია, რომლის მოგვარებაც მხოლოდ ორმხრივი პარტნიორობითა და სასარგებლო ურთიერთობით შეიძლება”, -აღნიშნა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა იური უშაკოვმა. კრემლის პრესმდივან დმიტრი პესკოვის თქმით, რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება კურილის კუნძულებთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, არ მოხდება, თუმცა რუსეთში იმედოვნებენ, რომ ეს შეხვედრაქვეყნებს შორის კონსტრუქციულ ურთიერთობას ჩამოაყალიბებს. დაძაბული ვითარება გამწვავდა მაშინ, როდესაც იაპონია შეუერთდა დასავლეთის ქვეყნებს რუსეთისთვის სანქციების დაწესებაში იმ აგრესიის გამო, რომელსაც ის უკრაინაში მიმართავს. პუტინმა აღნიშნა, რომ აფასებს შინზო აბეს გადაწყვეტილებას, შეხვდეს პუტინს, მიუხედავად პარტნიორების - განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებული შტატების - წნეხისა,.

XS
SM
MD
LG