Accessibility links

logo-print

საქართველოს ხელისუფლება სეტყვისგან მიყენებულ ზარალს ითვლის


40-წუთიანმა სეტყვამ გურჯაანსა და ყვარელში მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. როგორც ადგილობრი მცხოვრებნი აცხადებენ, განადგურებულია მოსავლის თითქმის 80 პროცენტი. ადგილობრივი ხელისუფლება დასეტყვილ ტერიტორიას ამოწმებს და ზარალს ითვლის. კახეთში სეტყვის დროს სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტები არ გაუშვიათ. „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ”დელტის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა თამარ გვარიშვილმაგანაცხადა, რომწელს რადარები და, მთლიანად, სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა მაისის ბოლოდან ამოქმედდება. "გასული წელი იყო სატესტო წელი. ამიტომ ამ დროისთვის მთელი სისტემა გადატვირთვის რეჟიმში იმყოფება. ისევე, როგორც შარშან, სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა სრული დატვირთვით წელსაც მაისის ბოლოდან ამუშავდება, რადგან წლის სწორედ ეს პერიოდია სეტყვასაშიში პერიოდი", - აღნიშნა გვარიშვილმა.

XS
SM
MD
LG