Accessibility links

რუსეთის პრეზიდენტი იაპონელ სტუმართან კურილის კუნძულებზე მსჯელობს


იაპონიის პრემიერ-მინისტრი, შინზო აბე დღეს სოჭში ხვდება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. შეხვედრის მიზანია ურთიერთობათა გაღრმავება და ძველი ტერიტორიული უთანხმოების მოგვარება. რუსეთსა და იაპონიას შორის ერთიერთობების გაუმჯობესებას ხელს უშლის უთანხმოება კურილის კუნძულების გამო, რომლებიც საბჭოთა ჯარმა დაიკავა მეორე მსოფლიო ომის ბოლოს. ამის გამო ორ ქვეყანას შორს ვერ მოხერხდა ზავის დადება და ოფიციალურად ომის დასრულება. პუტინის საგარეო საქმეთა მრჩეველმა, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ამ საკითხების მოგვარება უნდა მოხდეს ორივე მხარისთვის მისაღები ფორმით უფრო ღრმა თანამშრომლობის გზით. კრემლის წარმომადგენელმა, დმირტი უშაკოვმა განაცხადა, რომ დღესვე სერიოზულ წინსვლას არ უნდა ველოდეთ, მაგრამ, მან იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა კონსტრუქციული იქნება. მოსკოვსა და ტოკიოს შორის ურთიერთობა დაიძაბა მას მერე, რაც იაპონია შეუერთდა დასავლურ ალიანსს რუსეთისთვის სანქციების დაწესების საქმეში უკრაინაში კრემლის აგრესიის გამო. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ წელს თხოვა აბეს, ნუ წავიდოდა პუტინთან შესახვედრად, რადგან სანქციები მოქმედებდა და დასავლეთი რუსეთის იზოლირებას ცდილობდა. აბემ განაცხადა, რომ ევროპელი და ამერიკელი ლიდერები, სანქციების მიუხედავად, რუსეთთან კონტაქტი შენარჩუნებული ჰქონდათ და თვითონაც ასევე აპირებდა.პუტინმა გასულ თვეში განაცხადა, რომ აფასებს აბეს სურვილს, ჩავიდეს რუსეთში, პარტნიორების, კერძოდ აშშ-ის ზეწოლის მიუხედავად.

XS
SM
MD
LG