Accessibility links

აშშ-ის რესპუბლიკურ პარტიის ლიდერებს არ სურთ ტრამპის კანდიდატურას მხარი დაუჭირონ


აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ლიდერები, მათ შორის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე, პოლ რაიანი, ასევე პარტიის სხვა ლიდერები, უარს ამბობენ, მხარი დაუჭირონ დონალდ ტრამპის კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებზე. რაიანმა, რომელსაც კონგრესში ყველა გავლენიანი პოსტი უჭირავს, ,„სი-ენ-ენს“ განუცხადა, რომ ის ვერ მიემხრობა ამ ეტაპზე დონალდ ტრამპს. „არ ვარ ახლა მზად ეს გავაკეთო“, თქვა მან, მიუხედავად იმისა, რომ მილიარდერმა კანდიდატმა ნომინაციებში შტატების უმეტესობაში გაიმარჯვა. რაიანი მიუთითებს, რომ მაშინ, როცა ტრამპს თითქოს აქვს საკმარისი მხარდაჭერა შტატების დელეგატებისგან, ის შორსაა რესპუბლიკური პარტიის ისტებლიშმენტის მხარდაჭერისგან. აშშ-ის პრესა იტყობინება, რომ ბევრი ცნობილი რესპუბლიკელი არ აპირებს დაესწროს პარტიის ყრილობას, რომელიც ივლისში უნდა გაიმართოს.

XS
SM
MD
LG