Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამთა კომახიძე იმუნიზაციის შესახებ


თამთა კომახიძე იმუნიზაციის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:22:14 0:00

6 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამთა კომახიძე, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვის და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი. მან განმარტა საქართველოში მოქმედი იმუნიზაციის სისტემა და მოსახლეობის აცრებით მოცვის მიზნები. თამთა კომახიძემ ილაპარაკა 2016 წლის იმუნიზაციის მსოფლიო კვირეულის წითელა-წითურის ელიმინაციის გლობალურ მიზანსა და საქართველოს მონაწილეობაზე. "დილის საუბრების" სტუმარმა თქვა, რომ საქართველოს მიზანია მოსახლეობის 95%-ის მოცვა აცრებით. თამთა კომახიძემ ილაპარაკა აცრებზე, რომლებიც აქტუალურია ზრდასრულობაში. თამთა კომახიძემ ხაზი გაუსვა მოსახლეობის გათვითცნობიერების მნიშვნელობას, რაშიც უდიდესი როლი ექიმებს ენიჭებათ. სტუმარმა დააანონსა აგრეთვე აპლიკაცია, რომელიც ანდროიდების მფლობელებს დაეხმარება აცრების კალენდრის შესრულებაში.

XS
SM
MD
LG