Accessibility links

გაეროს ექსპერტები გამოიძიებენ სირიაში საავიაციო დარტყმების გარემოებებს, რომელთაც, სულ მცირე, 28 ადამიანი ემსხვერპლა


ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს მთავარი წარმომადგენლის, ზეიდ რაად ალ-ჰუსეინის თქმით, გაეროს ექსპერტები გამოიძიებენ 5 მაისს სირიაში ლტოლვილთა ბანაკზე განხორციელებული საავიაციო დარტყმების გარემოებებს, რომელთაც, სულ მცირე, 28 ადამიანი ემსხვერპლა. „ძალზე საეჭვოა, ეს სისხლიანი თავდასხმები შეცდომით მომხდარიყო“, განაცხადა ალ-ჰუსეინმა პარასკევს და დასძინა, რომ საქმე შეიძლება სამხედრო დანაშაულთან გვქონდეს. მისი თქმით, ინფორმაცია, რომ თავდასხმები სირიის სამხედრო თვითმფრინავებმა განახორციელეს, დასაზუსტებელია. სირიის ხელისუფლებამ უარყო ინციდენტში მისი თვითმფრინავების მონაწილეობა და იერიშებისთვის პასუხისმგებლობა ოპოზიციურ ძალებს დააკისრა.

XS
SM
MD
LG