Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიუმხრობელი ქვეყნები გმობენ აშშ-ის უზენაესი სასამარლოს დადგენილებას ირანთან დაკავშირებით


მიუმხრობელი ქვეყნების მოძრაობამ, რომელშიც 120 სახელმწიფო შედის, ხუთ მაისს დაგმეს აშშ-ის უზენაესი სასამარლოთ დასკვნა, რომლის მიხედვითაც ირანის გაყინული აქტივები, ორი მილიარდი დოლარი, გადაეცემა იმ ტერაქტების მსხვერპლს, რომლებთანაც დაკავშირებულია თეირანი. ეს მოძრაობა წარმოადგენს უპირატესად განვითარებად ქვეყნებს და მათ ირანი თაოსნობს. მან, აშშ-ის სასამართლოს 23 აპრილის გადაწყვეტილებას უწოდა დარღვევა საერთაშორისო სამართლისა, რომელიც იმუნიტეტს ანიჭებს სუვერენულ სახელმწიფოებს. მოძრაობის კომუნიკე მოჰყვა გასული კვირის, ირანის მიმართვას გაეროსადმი, სადაც თეირანი აშშ-ის მთავრობასთან ერთად, ჩარევას ითხოვს, ამ სახსრების დაკარგვა აიცილოს თავიდან. მოძრაობა გამოდის გაფრთხილებით, რომ თუ აშშ ქვეყნების იმუნიტეტის ხელშეუხებლობას არ სცემს პატივს, ამას შეიძლება მოჰყვეს საერთაშორისო ურთიერთობებზე უარყოფითი გავლენა, გაუგებრობის და ქაოსის ჩათვლით.

XS
SM
MD
LG