Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი: თურქეთი არ შეცვლის ანტიტერორისტულ კანონმდებლობას


თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის განცხადებით, თურქეთი არ შეცვლის მის ანტიტერორისტულ კანონმდენლობას, ევროპასთან უვიზო რეჟიმის მიღების სანაცვლოდ. ერდოანის ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე პრეზიდენტთან უთანხმოების გამო პოსტიდან გადადგა პრემიერ-მინისტრი აჰმეტ დავუთოღლუ, რომელიც მონაწილეობდა ამ საკითხებზე მოლაპარაკებებში. ევროპის ქვეყნებისადმი მიმართვაში ერდოანი ამბობს, „ჩვენ ჩვენი გზით ვივლით, თქვენ კი თქვენით იარეთო“. ევროკავშირი თურქეთს სთხოვს გადასინჯოს ტერორიზმის კანონები, ეს წარმოადგენს პირობას საიმისოდ, რომ თურქეთის მოქალაქეებმა მოკლევადიანი ვიზიტების დროს უვიზოდ შესძლონ მოგზაურობა ევროპაში. ერდოანი მოითხოვს „ტერორიზმის“ განსაზღვრება უფრო ფართო იყოს.

XS
SM
MD
LG