Accessibility links

logo-print

6 პირი დააკავეს "პანორამა თბილისის” წინააღმდეგ მიმართულ აქციაზე


შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 6 პირი, მათ შორის თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, დააკავეს პროექტ „პანორამა თბილისის“ საწინააღმდეგო აქციაზე. ეს მოხდა მას შემდეგ მოხდა, რაც აქციის მონაწილეებმა იმ ადგილზე შესვლა მოინდომეს, სადაც პროექტ „პანორამა თბილისის“ მშენებლობა მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დაკავებული არიან პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას და ასევე 173-ე მუხლით, რაც ასევე პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. 24 არასამთავრობო ორგანიზაცია აპროტესტებს„პანორამა თბილისის“ მშენებლობა მიმდინარეობს. მათი თქმით, მსგავსი ტიპის პროექტის მშენებლობა გამოიწვევს თბილისის არქიტექტურული ქედის საერთო ლანდშაფტური ხედის ვიზუალურ დათრგუნვას. „პანორამა თბილისის“ პროექტს ახორცილებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი "თანაინვესტირების ფონდი“. პროექტის მიხედვით, სოლოლაკის მაღლობებზე სასტუმრო კომპლექსი აშენდება, ერეკლესა და თავისუფლების მოედნებზე სავაჭრო-ბიზნესცენტრი მოეწყობა და მათი დაკავშირება საბაგირო გზებით იქნება შესაძლებელი. პროექტის ღირებულება სულ მცირე ნახევარ მილიარდ დოლარს შეადგენს. მშენებლობაზე, რომელიც ორ-სამ წელიწადს გაგრძელდება, სულ ცოტა, 4 000 ადამიანის დასაქმება იგეგმება.

XS
SM
MD
LG