Accessibility links

logo-print

ყაზახეთში მიწის პრივატიზების მოწინააღმდეგე ათეულობით პირი დააკავეს


ყაზახეთის პოლიციამ დააკავა სულ ცოტა 20 პირი, რომლებიც ქვეყნის დედაქალაქ ალმაატის ცენტრალურ მოედანზე ამაოდ შეეცადნენ ახალი გამაფრთხილებელი აქციის გამართვას. მცირერიცხოვანი აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ქვეყნის მთავრობას, რათა არ დაუშვას სამეურნეო მიწების ფართო პრივატიზება. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ყაზახეთის მასშტაბით რამდენიმე ასეული ადამიანი გამოვიდა ქუჩაში მთავრობის საწინააღმდეგო მოთხოვნებით, რაც დიდი იშვიათობაა ქვეყანაში, რომელსაც თითქმის სამი ათეული წელი ერთპიროვნულად მართავს პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ მთავრობის მიერ დაკანონებული მიწის რეფორმის გაუქმებაა, რაც სახელმწიფოს ხელთ არსებული სამეურნეო მიწების ფართო პრივატიზებას ითვალისწინებს. ახალი კანონი უცხოეთის მოქალაქეებს მიწის 25 წლით იჯარის უფლებას აძლევს, მანამდე იჯარის მაქსიმალური ვადა 10 წელიწადს შეადგენდა.

XS
SM
MD
LG