Accessibility links

logo-print

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებენ ზავის დარღვევაში


სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი დაადანაშაულეს ზავის დარღვევაში და კონფლიქტის ზონაში ორმხრივი საარტილერიო ცეცხლის გახსნაში. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს 7 მაისის განცხადებით სომხეთის ძალებმა დაბომბეს სიმაღლეები, რომლებსაც აზერბაიჯანელი სამხედროები აკონტროლებენ. სომხეთის სამხედრო უწყებამ კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა არტილერიამ დაბომბა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთი, რასაც თან ახლდა ინტენსიური სნაიპერული ცეცხლი ავტომატური იარაღის გამოყენებით. ამ ურთიერთბრალდებების ფონია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა მიაღწიეს 5 აპრილს მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ესკალაციის შემდეგ, რასაც ორივე მხრიდან სულ ცოტა ასი სამხედრო და სამოქალაქო პირი შეეწირა.

XS
SM
MD
LG