Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანმა დაადასტურა სირიაში 13 ირანელი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვა


თეირანი ადასტურებს თავისი 13 სამხედრო მოსამსახურის დაღუპვას ალეპოსთან გამართულ ბრძოლებში, რაც ირანის ყველაზე დიდი დანაკარგია სირიაში მას შემდეგ, რაც სამხედრო ქვედანაყოფები გაგზავნა ქვეყნის პრეზიდენტ ბაშარ ასადის დასახმარებლად. ისლამური რევოლუციური გვარდიის წარმომადგენელზე დაყრდნობით ირანის საინფორმაციო სააგენტო „ფარსის“ მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, 13 სამხედრო მრჩეველი დაიღუპა და 21 დაიჭრა 6 მაისს, ისლამისტ მეამბოხეებთან მოხდარ შეტაკებაში ალეპოდან 15 კილომეტრით დაშორებულ ხან-ტუმენში. ამ ბრძოლებში, როიტერსის თანახმად, ათობით ადამიანი დაიღუპა. ხან-ტუმენზე იერიში განახორციელა ისლამისტ მეამბოხეთა კოალიციამ, რომელშიც ჯაიშ ალ-ფახტისა და ალ ყაიდასთან დაკავშირებული ორგანიზაცია ალ-ნუსრის ფრონტია გაერთიანებული.

XS
SM
MD
LG