Accessibility links

logo-print

ავღანეთში დაიღუპა ნატოს კოალიციის ორი ჯარისკაცი


ნატოს სარდლობის ცნობით, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ორი ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთის სამხრეთში სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად. 7 მაისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ავღანური არმიელის სამოსში გადაცმულმა ორმა პირმა გაუხსნა ცეცხლი ავღანეთის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების კომპლექსს. ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ ძალებმა საპასუხო ცეცხლის შედეგად თავდამსხმელები გაანადგურეს. ნატოს ხელმძღვანელობა არ ამჟღავნებს დახოცილი ჯარისკაცების ვინაობას.

XS
SM
MD
LG