Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთი და აზერბაიჯანი კვლავ სდებენ ერთმანეთს ბრალს ზავის დარღვევაში


სომხეთი და აზერბაიჯანი მეორე დღეა ერთმანეთს ადანაშაულებენ ზავის პირობების დარღვევასა და საზღვრის გასწვრივ ერთმანეთის პოზიციების არტილერიით დაბომბვაში. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით სომხეთის არმიამ განვლილი დღე-ღამის განმავლობაში 120-ჯერ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და აზერბაიჯანის პოზიციებს, მთიანი ყარაბაღისა და სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლს უშენდა ყუმბარსატყორცნებიდან, ნაღმსატყორცნებიდან და ტყვიამფრქვევებიდან. თავის მხრივ, სომხეთი ამტკიცებს, რომ 8 მაისის დილიდან აზერბაიჯანულმა არმიამ მრავალჯერ დაარღვია ზავი და ჭურვების გარდა, სომხეთის პოზიციებს განუწყვეტლად ესროდნენ სნაიპერები. მსგავს ურთიერთბრალდებებს 7 მაისსაც ჰქონდა ადგილი. ამ ბრალდებების ფონია 5 აპრილს მიღწეული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, რასაც დაპირისპირებული მხარები, დიდწილად, ასრულებენ.

XS
SM
MD
LG