Accessibility links

logo-print

ქაბულის ციხეში ექვსი თალიბი პატიმარი ჩამოახრჩვეს


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, 8 მაისს ქაბულის ციხეში ექვსი თალიბი პატიმარი ჩამოახრჩეს. ესაა სიკვდილით დასჯის პირველი შემთხვევაა 2014 წლის შემდეგ, რაც ქვეყნის პრეზიდენტის პოსტი აშრაფ ღანიმ დაიკავა . ადგილობრივი მედიის ცნობით სასიკვდილო განაჩენი სისრულეში მოიყვანეს პოლ-ე ჩარხის ციხეში. ავღანეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ "ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, აშრაფ ღანიმ დაამტკიცა სასიკვდილო განაჩენის 6 ტერორისტის მიმართ, რომლებმაც სასტიკი დანაშაული ჩაიდინეს მოქალაქეთა და საზოგადოების უსაფრთხოების წინაშე“. აშრაფ ღანი სულ უფრო მკაცრ დამოკიდებულებას ამჟღავნებს ექსტრემისტების მიმართ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გასულ თვეში თალიბანის მიერ ორგანიზებულ ტერაქტებს ქაბულში 64 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

XS
SM
MD
LG