Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის ელჩმა „პროვოკაცია“ უწოდა მოსკოვის ნაბიჯს


"პროვოკაციებზე თუ ვისაუბრეთ, მინდა ვთქვა, რომ, ჩემი მოსაზრებით, ასეთად შეიძლება ჩაითვალოს ცოტა ხნის წინ დადებული შეთანხმება მოსკოვსა და სამხრეთ ოსეთს შორის“, - ასე გამოეხმაურა საქართველოში დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომლის თანახმად, უწყება დაგეგმილ ქართულ-ამერიკულ სწავლება „ღირსეულ პარტნიორ 2016-ს“ პროვოკაციად მიიჩნევს. სამხედრო სწავლებაში 650-650 ამერიკელი და ქართველი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოში 150 სამხედროს გამოგზავნა გადაწყვიტა. „ჩვენ ნამდვილად ძალიან ვამაყობთ Noble Partner-ში მონაწილეობის მიღებით. მიგვაჩნია , რომ ეს არ არის პროვოკაცია, არამედ არის კიდევ ერთი მაგალითი ჩვენი მეგობრობისა და ურთიერთობისა უსაფრთხოების კუთხით, რომელიც დროთა განმავლობაში სულ უფრო ღრმავდება“, - განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა ქართული სამხედროების მონაწილეობას ერაყსა და ავღანეთში, ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედროებთან ერთად.

XS
SM
MD
LG