Accessibility links

ავღანეთში საგზაო კატასტროფას 73 კაცი შეეწირა


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, 73 კაცი დაიღუპა სამგზავრო ავტობუსის და ნავთობით დატვირთული ცისტერნის შეჯახების შედეგად ქვეყნის აღმოსავლეთში. ინცინდენტი 8 მაისის დილას მოხდა ქაბულისა და ღაზნის პროვინციის დამაკავშირებელ ცენტრალურ ავტომაგისტრალზე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ათობით დაშავებული მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. საგზაო ავარიები ხშირი ავღანეთში, სადაც გზების მძიმე მდგომარეობას მძღოლების მხრიდან საგზაო წესების დარღვევა ემატება.

XS
SM
MD
LG