Accessibility links

logo-print

თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ჩეხეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე


დღეს საღამოს თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ჩეხეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე იან ჰამაჩეკი. ის 10 მაისს შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, პრეზიდენტს გიორგი მარგევლაშვილს და პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს. იან ჰამაჩეკი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე, “აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნიდან ევროპულ სახელმწიფომდე - პრაღისა და თბილისის გადმოსახედიდან.” 11 მაისს, ჩეხეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე იან ჰამაჩეკი ჩავა შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში.

XS
SM
MD
LG