Accessibility links

logo-print

გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო ევროპის საბჭოს დელეგაცია


საქართველოში იმყოფებიან ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დანიელ მიტოვი და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე გაბრიელა ბატაინი-დრაგონი. ისინი მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს. პრემიერის პრესამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მხარდაჭერას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და პრეცედენტული სამართლის ეროვნულ დონეზე გასატარებლად და ევროსაბჭოს სტანდარტებთან საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის შესაბამისობაში მოსაყვანად. შეხვედრის დღის წესრიგში იყო საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. პრემიერ-მინისტრის პრესამსახურის ცნობითვე, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დანიელ მიტოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ბულგარეთის ურყევი მხარდაჭერა და საქართველოს უსურვა წარმატება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში.

XS
SM
MD
LG