Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტმა 9 მაისი ცალ-ცალკე მიულოცა საქართველოს, აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” მოქალაქეებს


ვლადიმირ პუტინი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მოქალაქეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს. მილოცვა განკუთვნილია საქართველოს მოქალაქეებისთვის და ცალკე გამოყოფილია აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის „მოქალაქეები“. კრემლის ინფორმაციის თანახმად, მისალოც გზავნილებში რუსეთის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ გამარჯვების დღე წმინდა დღესასწაულია, რომელიც მუდმივად დარჩება მსოფლიოს ფაშიზმისგან მხსნელი გმირობისა და ხალხთა ერთიანობის სიმბოლოდ. პუტინის განცხადებით, დაუშვებელია საერთო ისტორიის გადახედვა და წარსულის ტრაგიკული მოვლენების განმეორება. ის ყველა ვეტერანს გულითად მადლობას უხდის.

XS
SM
MD
LG