Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა მამხილებელმა სოჭში სპორტსმენების მიერ დოპინგის მოხმარების დეტალები გამოამზეურა


რუსეთის ანტისადოპინგო უწყების ყოფილი თანამშრომელმა, ვიტალი სტეპანოვმა განაცხადა, რომ მას აქვს საუბრების ჩანაწერი რუსეთის სპორტული უწყების ყოფილ ოფიციალურ წარმომადგენელთან,რომელიც აღიარებს, 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე გამარჯვებული სპორტსმენებიდან სულ მცირე, ოთხი, სტეროიდებს მოიხმარდნენ. აშშ-ის სატელევიზიო პროგრამა, 60 წუთში, 8 მაისს, სტეპანოვმა განაცხადა, რომ მას აქვს აუდიო-ჩანაწერი, რომელზეც მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიისყოფილი ხელმძღვანელი ადასტურებს ამ სპორტსმენების შესახებ ცნობას. სიუჟეტში სპორტსმენების გვარები არ დაუსახელებიათ. სტეპანოვის თანახმად, რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები სოჭის თამაშებზე ცდილობდნენ გაეკონტროლებინათ ანტისადოპინგო უწყების ყველა ნაბიჯი. მსოფლიოს ანტისადოპინგო სამსახურის წარმომადგენელმა, ბენ ნიკოლსმა განაცხადა სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, რომ უწყება დაუყოვნებლივ შეისწავლის ტელეპროგრამაში ნათქვამს.

XS
SM
MD
LG