Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა


ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაკის პარკში მივიდა, ვეტერანებს 9 მაისი მიულოცა და უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო. ”ჩვენ შეგვიძლია, ქართველებმა, რაოდენობით პატარა ერმა, ამაყად ვთქვათ, რომ ამ გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი სწორედ ქართველებმა და საქართველომ შეიტანეს”, - განაცხადა პრეზიდენტმა. დღის განმავლობაში ელოდებიან პრემიერ-მინისტრსა და სხვა პოლიტიკოსებსაც. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გადაეცემათ 600-ლარიანი დახმარება, ხოლო მარჩენალდაკარგული ოჯახები 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

XS
SM
MD
LG