Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა წარმატებით გამოსცადა ბალისტიკური რაკეტა


ირანმა გამოაცხადა, რომ წარმატებით გამოსცადა ბალისტიკური რაკეტა. მსოფლიოს სახელმწიფოებთან ბირთვული შეთანხმების გაფორმების შემდეგ ირანმა უკვე რამდენჯერმე ჩაატარა ანალოგიური გამოცდა. გენერალ აბდლოლაჰის თანახმად, ორიათას კილომეტრზე მოქმედების ძალის მქონე რაკეტები ორი კვირის წინ გამოსცადეს. ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გამო თეირანს აკრიტიკებენ დასავლეთში, რადგან ეჭვია, რომ ამ რაკეტებით შეიძლება ბირთვული იარაღის გადატანა. თეირანი უარყოფს ასეთ შესაძლებლობა და აცხადებს, რომ რაკეტები თავდაცვას ემსახურება.

XS
SM
MD
LG